სტატიის აღწერა
მსოფლიოში მცხოვრებ ხალხთა შორის, მრავალი განსხვავებული ერი, სოციუმი და შესაბამისად პროდუქტის მიმწოდებელთათვის მრავალი სეგმენტი არსებობს. პოლიტიკაში მთავარ პოლიტიკურ პროდუქტს ის პოლიტიკოსები წარმოადგენენ რომელნიც იქმნებიან ან საკუთარ თავებს ქმნიან კონკრეტული საზოგადოებისთვის, ხოლო საზოგადოების მოთხოვნა პოლიტიკოსებზე მაშინ იზრდება, როდესაც მათი სწორად შეფუთვა და მიწოდება ხდება. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, თანამედროვე მსოფლიოში, პოლიტიკისთვის ან პოლიტიკოსებისთვის უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური იკონოგრაფია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საზოგადოებაზე სასურველი გავლენის შედეგის მისაღებად გამოიყენება მასობრივი კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმები და საშუალებები - პერსონალური, სოციალური, ვიზუალური, რიტორიკული, აუდიო და კომუნიკაციის, თუმცა პოლიტიკოსებისგან იკონოგრაფიული სახის შექმნის გარეშე მათი გამოყენება არ არის შედეგის მომტანი. პოლიტიკური იკონოგრაფია აღწევს და ხშირ შემთხვევაში რჩება საზოგადოების მეხსიერებაში, რაც განაპირობებს მათ გადაწყვეტილებას დაუჭირონ მხარი პოლიტიკოსს, რომელიც არის გმირი იმ იკონოგრაფიისა, რომელიც მორგებულია იმ საზოგადოების ნარატივზე, საზრისებზე და საყოველთო დისკურსზე, რომელი საზოგადოებისთვისაც შეიქმნა კონკრეტული პოლიტიკოსის იკონოგრაფიული ხატი. საძიებო სიტყვები: პოლიტიკური იკონოგრაფია; იკონოგრაფიული ხატი; პრეზიდენტი; საზოგადოება;
სტატიაში შედის
- სრული ტექსტის ხელმისაწვდომობა
- ცნობები და ბიბლიოგრაფია
- სწორი ციტირების ფორმატი
- ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია
- დამხმარე კვლევითი მონაცემები